რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ

„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, – ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ.
„სამწუხაროა, მაგრამ ეს “ხალხი”, ქვეყნის შიგნიდან და გარედან, აქაურებიც და იქაურებიც, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და ცდილობენ დაამარცხონ საქართველო და აქ მცხოვრები ყველა მხარე. შუა დერეფნის გაკონტროლებისთვის მიდის ბრძოლა და ქართველების და ჩვენი ევროპელობის დარდი არავის აქვს. როგორც უკრაინაში უკრაინელებს აბრძოლებენ “დიდი ინტერესებისთვის”, ასევე, სურთ საქართველო და ქართველები გამოიყენონ სარგებლის მისაღებად.
დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ, ფსევდოევროპელები ბოლშევიკებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ჭეშმარიტი ევროპული გზის დამცველებს.
საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა, მის სრულ, ფიზიკურ განადგურებამდე, ბოლშევიკურია და არაფერი აქვს საერთო ევროპულთან. არც უმცირესობის დომინანტად ქცევაა დასავლური სტანდარტი. ეს დიდხანს ვერ გასტანს და ამიტომ ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ დრო ეწურებათ. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში