რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს

რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რადგან მათ აქვთ დაკვეთა, რომ ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.
„ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ის სწორედ ეს კანონპროექტი, მათ არ სურთ, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას. მათ აქვთ დაკვეთა, რომ ასეთ კანონს მხარი არ დაუჭირონ, მათ პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეს არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება, აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა და ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ვირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს“, – განაცხადა მ.