რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც კი ვერ ჩნდებიან, თან ამტკიცებენ, თითქოს მოიგეს , თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ, ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდში არიან შესული

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც კი ვერ ჩნდებიან, თან ამტკიცებენ, თითქოს მოიგეს , თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ, ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდში არიან შესული
იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.
„გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან.
იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით

თუკი ვერ მოახერხებს სუვერენული ქვეყნის მთავრობის მთლიანად დაქვემდებარებას, კონკრეტული, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოები მაინც დაიქვემდებაროს და მის ხელმძღვანელად საკუთარი აგენტის დანიშვნა უზრუნველყოს!

დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ევროპარლამენტმა საკუთარი ავტორიტეტი თითქმის სრულად დაკარგა, რაც, ძირითადად იმ დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციას ავრცელებენ ისინი