რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო

რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო, რომ ცდილობს რამენაირად ჩაშალოს ეუთოს მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ობიექტურ რეალობას ვერსად გაექცევიან სასაცილო, კოლექტიური წერილების ავტორი ნეოტროცკისტები, ანტიქართველი კოლექტიური “ნაცები”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციური პარტიების მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასთვის მიწერილ წერილს.
აბაშიძის განცხადებით, საქართველოში რომ დემოკრატიული ჩატარდა, ქართველის ერის გარდა, ეს აღიარა მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეუთომ, ისევე როგორც ევროსაბჭომ. ის ასევე ინტერესდება, რატომ არ ჰქონდათ რადიკალებს მსგავსი რეაქცია, ნატოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ ახალი წლის მისალოც წერილზე.
“რადიკალური ოპოზიცია იმდენად გავეშებულია საერთაშორისო ასპარეზზეც მორიგი ჩაფლავების გამო, რომ ცდილობს რამენაირად ჩაშალოს ეუთოს მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ობიექტურ რეალობას ვერსად გაექცევიან სასაცილო, კოლექტიური წერილების ავტორი ნეოტროცკისტები, ანტიქართველი კოლექტიური “ნაცები”.
საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ქართველის ერის გარდა, ეს აღიარა მთავარმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ეუთომ, ასევე ევროპის საბჭომაც. ცოტა ხანში სხვა საგარეო აქტორებთანაც მოუწევთ რაღაც უსტრების გაგზავნა ლუზერ რევანშისტებს. საინტერესოა, ნაცმანქურთებს რატომ არ ჰქონდათ რეაქცია, როცა ნატოს გენმდივანმა რიუტემ პრემიერ-მინისტრ ს მიულოცა ახალი წელი?
ეტყობა, ბოროტი კლოუნადის დადგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით მოერიდათ რუსული საქმის მკეთებელ დესტრუქციულ ნაცსექტაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება ასამბლეის პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში