რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება

რადიკალური ოპოზიცია დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, რომ დავალებები მიიღონ, რა უნდა გააკეთონ არჩევნებამდე და პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება
როდესაც “ქართული ოცნება” ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია წინა წილის მსგავსად, ახლაც გარე პატრონებისგან იღებს ინტრუქციებს, თუ როგორ მოიქცეს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარმწუნდა, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. “გრძელდება ზუსტად იგივე სერიალი, რაც წინა წელს ვიხილეთ. როდესაც “ქართული ოცნება” ვხვდებით მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისმენთ პრობლემებს და ვიგეგმებით ამ პრობლემების გადასაჭრელად, რადიკალური ოპოზიცია, როგორც წინა წელს, ისე ამ არჩევნების წინაც, დადის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, იქიდან გამომდინარე, რომ დავალებები მიიღონ ერთი – 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ, არჩევნებამდე რა უნდა გააკეთონ და მეორე – პოსტ-საარჩევნო პერიოდში რა უნდა გააკეთონ, იმასთან დაკავშირებით იღებენ ინსტრუქციებს. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს არ ეპარებათ, უჩნდებათ ბევრი კითხვის ნიშანი და უკვე, ფაქტობრივად ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა იმაში, რომ ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ეკითხებიან თავითანთ გარე უფროსებს, როგორ იმოქმედონ და საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
Previous: წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია, „ქართული ოცნება“ აქტიურად ხვდება მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ოპოზიცია არ არის ჩართული ამ პროცესში. მათი ლიდერები არიან ხან ევროპაში, ხან -ში, უფროსებს და დამფინანსებლებს ესაუბრებიან, იღებენ დავალებებს – ეს არის მათი ილუსტრაცია საზოგადოების თვალში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა