რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს – ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ ს აღიარება და მოუწევთ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს –
რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პარტიის გარდა, ყველამ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შემდგარი არჩევნების საფუძველზე.
„რადიკალური ოპოზიცია არის დათრგუნული იმით, რომ დამარცხდა არჩევნებში, თუმცა მათ უკვე მოუწიათ არჩევნების აღიარება. ერთი პარტიის გარდა, ეს არის გვარამიას პარტია, ყველამ მიიღო უკვე დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდგარი არჩევნების საფუძველზე. მათ პირველი თანხები უკვე ჩაერიცხათ ამ დღეებში. ეს ნიშნავს თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. მანამდეც ჰქონდათ აღიარებული. შეგახსენებთ, ხაზარაძე ამბობდა, რომ დაახლოებით 200 ათასი ხმა მიიღეს, გახარიას პარტიის ლიდერი აცხადებდა, რომ 161 500 ხმა მიიღეს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს არჩევნების შედეგებს.
შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვლის დასაწყისში პარლამენტში, ისე მიდის საქმე. აბსოლუტურად თვითლიკვიდაციისა და სუიციდის რეჟიმში არიან დღევანდელ დღეს, თუ ამას შემოატრიალებენ თებერვალში, მათთვის იქნება უკეთესი, თუმცა ეს იქნება უარესი ქართული სახელმწიფოსთვის. საბოლოო ჯამში, მათ არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ არც სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის, არც საქართველოს პარლამენტისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თებერვალში. ასეც და ისეც, შემდეგი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აიღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კომისიის დასკვნაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მგონია, რომ რამე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია, დღევანდელი კომისიის დასკვნაში

ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ხოლმე, ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა