რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს

„რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს.
„როგორც ფონ ტრიერის „იდიოტებში“ ხდება, რადიკალებშიც იმავეს ვხედავთ – მოშარდვას ქუჩაში, თავ-პირის მტვრევას, სადღაც შევარდნებს, ქვების თუ კვერცხების სროლას და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიღებთ იმას, რომ საქართველოში, სადღაც, 10 000-მდე ადამიანი სერიოზულად პრობლემური მენტალობისაა. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება აგაფეთქონ, თან, აბსოლუტურად უაპელაციოდ – შეასრულებენ „რეჟისორის“ დაწერილ სცენარს.
ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ, რომ ეს გადამდები და მისაბაძი არ იყოს, რადგან უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილისთვის ეს ყველაფერი ტრენდი გახდა – კუბო ნამცხვრად შეჭამეს, ქრისტეს გამოსახულებით სასახლეს დაწვეს, 9 აპრილის მემორიალზე ვინც ცეკვავდა, დიდი კელაპტრით მოგვევლინა და ა.შ. ანუ, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანების მიერ საკუთარ თავში იდიოტობის ძიება“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ

ვანო მერაბიშვილი მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, USAID-ის პროექტი რომ დაიწყო, ერთი ნაკვეთი ღირდა 1 დოლარი – ჩემთან ორჯერ აქვს დარეკილი მერაბიშვილს, შესრულებული სამუშაოს 20 პროცენტი “ქეშის” სახით უკან უნდა წამოსულიყოო