რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკო-ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო

რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ო, მეორე წუთში ცესკო-ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო
რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკო-ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო თუ არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ, შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ?
„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან. ჯერ თქვეს, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებაო და რა დროს არჩევნებიაო. ამ კვირაში აღმოჩნდა, რომ ნომრებს მისდევენ, ე მანდ, პარტიული ნომერი არ დავკარგოთო. ასეთი უპრინციპოები არიან. ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკო, მეორე წუთში კი ცესკო-ში მიცუნცულდნენ და მანდ ნომერი შეგვინახეთო და განცხადება დაწერეს. თუ ცესკო არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ? შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ? ეს არის მათი სახე, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობაზე დაკვეთა მიიღეს.
„ხაზარაძე-გახარიამ რა უნდა გააკეთონ, ისედაც წყალწაღებულები იყვნენ. ახლა რა უნდა ქნან? პატრონების დაკვეთაა, ისევ ქაოსი და არეულობა იყოს. იმავე კარუსელზე არიან. რეზოლუციას რეზოლუციაზე მოარტყამენ, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდაო. ჩარეცხილებისგან კი პატრონებმა შედეგი ვერ მიიღეს, ისინი გვერდზე გასწიეს და დანარჩენები ეჭვიანობენ – რატომ ხართ უპირატესობაში, ბოიკოტი რატომ არ გამოაცხადეთო? რა კონფიგურაციაც არ უნდა ჰქონდეთ, მათი სახელი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მილევად რეჟიმშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
Previous: საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან