რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ალბათობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ყველასათვის ცნობილია, რომ რადიკალების საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო გარე ჩარევებზე. სეფაშვილის თქმით, ახლაც, რადიკალები სწორედ გარედან ელოდებიან დირექტივებს.
„საარჩევნო კამპანიის დროსაც რადიკალების საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო გარე ჩარევებზე და ახლაც, როგორც ჩანს ელოდებიან გარედან მიღებულ დავალებას. რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა