რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია, არჩევნების შემდეგ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან

რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება ჩვენი გაცხადებული მიზანია, ს შემდეგ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან
რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან.
„გამოსვლაში ვსაუბრობდი გაერთიანებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე, რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ვფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი არსით არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა