ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ შეინიშნება.
„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – წერს სააგენტო სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
ატომური სააგენტო ირანში არსებული სიტუაციის შესახებ დამატებით შეფასებებს გამოაქვეყნებს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაციას „შესანიშნავი სამხედრო წარმატება“ უწოდა და თქვა, რომ ამ შეტევის მიზანი ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება და ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება იყო.
ფორუმი
