“რადგან დავიწყე ლაპარაკი, არ გეტყვით ტყუილს” – რატომ თქვა უარი სიაში ჩასმაზე თაკო ჩარკვიანმა

არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2018 წელს, გრიგოლ ვაშაძის წარდგენისას „ძალა ერთობაშიას“ სპიკერი ვიყავი. მაშინაც, იყო საპარლამენტო სიით პარლამენტში შესვლის შესახებ შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ამისთვის არ მიბრძოლია.
რაც შეეხება დამოუკიდებლად მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არც მიფიქრია, რადგან ხმები უნდა წაართვა მაშინ ოპოზიციურ პარტიას და ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია – პირიქით მომხრე ვიყავი დიდი გაერთიანებისა, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას უპირობოდ დავამარცხებდით. ეს ოპოზიციონერებმა არ გააკეთეს. ჩემთან არაფერი იცვლება, როგორც ვიყავი ზუსტად ისევე ვრჩები ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების გვერდით და ცხადია, ს გულშემატკივრად. ამ პარტიას პირუთვნერლად პატრიოტი ამომრჩეველი ჰყავს. მადლობა მინდა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, რომლებიც მუდმივად მეკონტაქტებიან და გამოხატავენ წუხილს, რომ მიმდინარე საპარლამენტო სიაში არ ვარ. არ დავმალავ, რადგან დავიწყე ლაპარაკი, არ გეტყვით ტყუილს, – იყო დიდი ვნებათა ღელვა, მაგრამ ღირსება სწორედ ისაა, როცა ვნებათა ღელვიდან მშვიდად დისტანცირდები. სიაში ვიყავი რომ ვიბრძოდი? მე პარლამენტში “კანონი და სამართლით” შევედი. მე დღეს ვერაფრით შევაწუხებ პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩვენ დავრჩეთ ადამიანებად, პიროვნებებად და როდესაც სააკაშვილი ციხიდან გამოვა 27 იქნება, 28 თუ 30, თავად ისაუბრებს ყველაფერს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე არასოდეს არავის პარტიაში არ ვყოფილვარ, ამიტომაც შევქმენი ჩემი პარტია „კანონი და სამართალი“. ღირებულებებისთვის ბრძოლას არ სჭირდება პარტიულ სიებში ყოფნა. არც კი მიმიტანია ჩემი პირადი დოკუმენტაცია ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია პროცედურულად ში რეგისტრაციისთვის. პარტიული ვაჭრობა ჩემთვის არ არის მისაღები, მე რომ მევაჭრა, ვერ მეყვარებოდა საკუთარი თავი და მაშ, როგორ მეყვარებოდა ქვეყანა ან ჩვენი ხალხი?! როდესაც „ძალა ერთობაშიას“ შევუერთდი, მაშინ ჩემი საჭიროება იგრძნეს და თავად მთხოვეს გვერდით დავდგომოდი. ახლა, როცა ვსაუბრობ, რომ გადამწყვეტი გვაქვს, მოდის, ამის პარალელურად უნდა მებრძოლა პარლამენტის სავარძლისთვის? არ დავმალავ და გეტყვით, რომ სიების შედგენამდე ორი დღით ადრე სხვა ინფორმაცია მქონდა, თუმცა, როცა შევატყვე, რომ ჩემს მოძრაობას შეიძლებოდა გამოეწვია გარკვეული რყევები და პროცესის დაზიანება, ცხადია, საპარლამენტო სიისგან თავი შორს დავიჭირე. აქამდე არ მიკადრებია და ახლა, როგორ შემეძლო, მურუსიძის სასამართლოს მიერ, ციხეში მყოფი პრეზიდენტისთვის, პუტინის პირადი პატიმრის პარტიაში ზედმეტად მემოძრავა?! მოდით მეგობრებო, ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ მთავარი საქმის კეთება და ბრძოლაა და არა ელისაშვილის გვერდით ჯდომა, რომელმაც იკადრა და დღეს გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ ხაზარაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები წინასაარჩენო ტრიუკი იყო, რაზეც ახლა იცინის… სანამ საქართველოში ღირებულებითი ბრძოლა არ იქნება, არაფერი არ გვეშველება.
წამყვანის კითხვას, მოდით, ვთქვათ, ნაცმოძრაობაში ყველაფერი ჯანსაღად არ არის. იქ მყოფი ადამიანები ყველა მისაღებია თქვენთვის?, – ასე პასუხობს:
პარტია რა არის? – იდეა და ამომრჩეველი. ამომრჩეველი ჰყავს უბრწყინვალესი, პირუთვნელად პატრიოტი ხალხი ჰყავს და აქვს იდეა. თუ ვინმესთვის კონრეტული პირები მიუღებლები არიან, ეს ბევრს არ ნიშნავს, რადგან პარტია არის იდეის ირგვლივ გაერთიანებული ამომრჩეველი, ადმინისტრაციები კი მიდიან და მოდიან.