რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, ის 18 წლის არის

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დნეპრში დააკავა. ბრალდებული 18 წლის არის. ამის შესახებ Telegram-ის ოფიციალურ არხზე მ დაწერა.
ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმის უკან ნეონაცისტური ორგანიზაცია Socialism/White Power დგას. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს.
60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს ესროლეს. ის თავის არეში პისტოლეტით მძიმედ იყო დაჭრილი და კომაში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიებაში ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) არის ჩართული.
ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და უკრაინული გაერთიანების, თავისუფლების (Свобода) წევრი იყო. ის ცნობილი იყო თავისი პოზიციით, რომ ში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, გამოყენება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.