რადამ კულებას გადაყენებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 სექტემბერს, 240 ხმით მხარი დაუჭირა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დმირტო კულებას თანამდებობიდან გადაყენებას.
4 სექტემბერს გახდა ცნობილ კულებას გადადგომის თაობაზე განცხადების შესახებ, ოთხშაბათს რადამ კიდევ რამდენიმე მინისტრის თანამდებობოდან გადაყენების საკითხი განიხილა, კულებას განცხადების განხილვა კი ხუთშაბათისთვის გადადო.
თავად კულებას პოსტის დატოვებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, უკრაინის მაუწყებლის “Суспільне”-ს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა მ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებთან 4 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ეს იმით ახსნა, რომ მინისტრს „ენერგია არ ჰყოფნის იარაღის მიწოდების საკითხის წინ წასაწევად”. ირწმუნებიამ, რომ კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე ანდრე სიბიგა შეცვლის.
ანდრეი სიბიგა – კარიერული დიპლომატი. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2016 წლიდან 2021 წლამდე იყო უკრაინის ელჩი თურქეთში, შემდეგ კი (2021-2024 წწ.) ეკავა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა. კურირებდა საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
უმაღლესმა რადამ ასევე მხარი დაუჭირა თანამდებობიდან ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის (ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი) გადაყენებას, მოელიან, რომ ის პრეზიდეტის ოფისში გააგრძელებს საქმიანობას. თანამდებობა დატოვა ვიცე-პრემიერმა და მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლდა სტეფანიშინამაც.
როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, რომ სამთავრობო ცვლილებები ზელენსკის -ში მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ აუცილებელ კონსოლიდაციას ემსახურება.
„შემოდგომა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, და ჩვენი სახელმწიფო ინტიტუტები ისე უნდა იყოს მომართული, რომ მ ყველა აუცილებელ შედეგს მიაღწიოს… ამისთვის ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მთავრობის ზოგი მიმართულებით მუშაობა“,- თქვა ზელენსკიმ 4 სექტემბერს.
უკრაინა კონსტიტუციის საპარლამენტო- საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მინისტრთა კაბინეტს აყალიბებენ უმაღლეს რადაში უმრავლესობის მქონე პარტიები. ამჟამად, ვინაიდან პარლამეტში აბსოლუტურ უმრავლესობა პრეზიდენტ ზელენკის მომხრეები არიან, მათ აქვს გადამწყვეტი გავლენა მთავრობის ფორმირებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”