რაბიოს ესპანეთში გადასვლა არ გამოვიდა და ახლა თვალი პრემიერლიგისკენ უჭირავს

As-ის ინფორმაციით, მადრიდული გუნდები “რეალი” და “ატლეტიკო” ფრანგი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დამატებას განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი განაცხადეს.
ახლა ფეხბურთელის დედა ვერონიკა, რომელიც ამავდროულად შვილის აგენტიცაა, მოლაპარაკებებს პრემიერლიგის გუნდებთან, “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ლივერპულთან” აწარმოებს.
ინფორმაციისთვის, 29 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი პერიოდის შემდეგ “იუვენტუსი” ამ ზაფხულს დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.
გასულ სეზონში მან ტურინული გუნდის ფორმა 35 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში