ამერიკულმა ჟურნალმა Time “წლის ადამიანის” პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა. გამოცემა Person of the Year-ს ყოველ წელს ასახელებს. აღნიშნული წოდებისთვის მიმდინარე წელს ათი კანდიდატი იბრძვის.
კამალა ჰარისი – აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი 5 ნოემბრამდე და მოქმედი ვიცეპრეზიდენტი.
ქეით მიდლტონი – უელსის პრინცესა, რომელიც დიდხანს ებრძოდა კიბოს და ქიმიოთერაპია მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულა.
ილონ მასკი – ჟურნალის ცნობით, მილიარდერმა წელს თავი გამოიჩინა პოლიტიკურ სფეროში, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ღიად დაუჭირა მხარი.
იულია ნავალნაია – რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ჯერომ პაუელი – 2018 წლიდან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი.
ჯო როგანი – პოდკასტ The Joe Rogan Experience-ის ცნობილი წამყვანი.
კლაუდია შეინბაუმი – მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
დონალდ ტრამპი – აშშ-ს ახალ არჩეული პრეზიდენტი.
მარკ ცუკერბერგი – The Times წერს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად რჩება.
Time წლის ადამიანს 1927 წლიდან ყოველწლიურად ასახელებს.