ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი 12 ნოემბრისთვის გადაიდო

საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, საქმის განხილვა, 12 ნოემბრისთვის გადადო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს, 3 ნოემბერს, “გზის ხელოვნურად” გადაკეტვას ედავებოდა.
როგორც სხდომაზე -ს წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ აღნიშნა, ნინია კაკაბაძე იმყოფებოდა აქციის მონაწილეებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე. მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორებმა დაიწყეს ღონისძიება, რომ აღედგინათ მოძრაობა, კაკაბაძე ისევ დარჩა გზის სავალ ნაწილზე.
პროცესზე თავად ნინია კაკაბაძემაც ისარგებლა სიტყვის უფლებით და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციას არ დაუკავებია, რისი დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.
„ძალიან მაინტერესებს, პირველად როცა დამაჯარიმეს, გავასაჩივრე და დააკმაყოფილეს, ეხებოდა 3 მარტის ე.წ. სამართალდარღვევას, თითქოს გადავკეტე გზა. იმავენაირად ვმუშაობდი, როგორც გუშინ. შეგიძლიათ მითხრათ, რა სხვაობა იყო 3 აპრილსა და 3 ნოემბერს ჩემს მუშაობაში?! როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ!
რუსთაველზე მე არ დავუკავებივარ პოლიციას. ამის კადრები არსებობს საბედნიეროდ. მოდის პოლიცია და მეც, დანარჩენ ხალხთან ერთად, უკან-უკან მოვდივარ, თან ვიღებ. მესმის, რომ ჩვენ პატივს არ გვცემენ, რომ მოიძიონ მტკიცებულებები, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი”, – აღნიშნა კაკაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას