“ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, შსს-მ ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა დააჯარიმა” – “მაუწყებელი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, “მაუწყებლის” რეპორტიორი დააჯარიმეს – თოზუ გულმამედოვას 8 აპრილს გზის გადაკეტვას ედავებიან.
“მაუწყებლის” განცხადებით, აღნიშნული ჯარიმა შესაბამის უწყებაში გასაჩივრდება.
16 თებერვალს, “მაუწყებლის” რეპორტიორი თოზუ გულმამედოვა რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 8 აპრილს, შსს-ს წარმომადგენელმა მას დაჯარიმების თაობაზე აცნობა. ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავებიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების გამო აჯარიმებენ და სხვადასხვა ტიპის ბარიერებს უქმნიან. უკანასკნელ თვეებში ვნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელიც დღემდე გამოუძიებელი, ხოლო მოძალადეები დღემდე დაუსჯელები არიან,” – წერია “მაუწყებლის” განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის დაფუძნებაზე – კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ