ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება განიხილა და ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპების დარღვევა დაადგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭომ 23 ივნისს განიხილა მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედისა” და “POSTV-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები დაარღვიეს.
კერძოდ, ქარტიის თანახმად, სადავო მასალები ეთერში 2024 წლის 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გავიდა. ისინი ეხებოდა ე.წ. ვეტინგის მოწინააღმდეგე მოსამართლეთა რომში მოგზაურობის ფაქტს.
„განმცხადებლის, მოსამართლე მადონა მაისურაძის, პოზიციით აღნიშნულმა ჟურნალისტებმა მისი და რამდენიმე კოლეგის შვებულების იტალიაში გატარება საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ერთ-ერთი საელჩოს მიერ დაფინანსებული მოგზაურობა, რაც შეფასდა, როგორც არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, აუდიტორიის შეცდომაში შეიყვანა და ფაქტების განზრახ დამახინჯება.
მოპასუხე მხარეებს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენიათ. საქმეებზე სამოტივაციო ნაწილები გამოქვეყნდება მოგვიანებით“, – აღნიშნავს ქარტია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!