ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლატვიელი ევროპარლამენტარი ფსბ-ს უგზავნიდა ანგარიშებს

ლატვიელი ევროპარლამენტარი ტატიანა ჟდანოკი აქტიურ მიმოწერას აწარმოებდა ს მოქალაქეებთან, რომლებიც სავარაუდოდ ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ, და მათ საკუთარი საქმიანობის ანგარიშებს უგზავნიდა. ამაზე ლაპარაკია გამოძიებაში, რომელიც ჩაატარეს ჯგუფმა Bellingcat-მა და გამოცემა The Insider-მა ს, ლატვიისა და შვედეთის ჟურნალისტების მონაწილეობით. გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჟდანოკი, რომელიც პრორუსულ პოზიციაზეა, ფსბ-სთან თანამშრომლობს.
გამოძიება ემყარება ჟდანოკის ელექტრონული ფოსტას, რომელიც ჰაკერული გზით გახდა ცნობილი. ავტორები მის „კურატორად“ ასახელებენ ვინმე დმიტრი გლადეის, რომელიც, მათი მტკიცებით, ფსბ-ს პეტერბურგის სამმართველოს თანამშრომელი იყო. რუსეთის სპეცსამსახურთან მის კავშირს ჟურნალისტები ასაბუთებენ მონაცემთა მრავალრიცხოვან ბაზებზე დაყრდნობით.
გამოძიების ავტორებმა შეისწავლეს გლადეისთან ჟდანოკის მიმოწერა 2005 წლიდან მოყოლებული, როცა ჟდანოკი მას უგზავნიდა დოკუმენტებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მიმოწერიდან ჩანს, რომ ჟდანოკი საკმაოდ რეგულარულად ხვდებოდა გლადეის ევროპასა და მოსკოვში. მიმოწერის შინაარსს, როგორც წესი, შეადგენდა ჟდანოკის მონაყოლი მის საქმიანობაზე ევროპაში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებათა კრიტიკასთან რუსეთისა და ამ ქვეყნების რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ პოლიტიკის გამო. წერილები შეიცავდა ასევე თხოვნას, გამოყოფილიყო სახსრები – მაგალითად, 6 ათასი დოლარი 2010 წელს, გამარჯვების დღისთვის, წმინდა გიორგის ლენტებისა და სხვა ატრიბუტიკის შესაძენად.
The Insider-თან საუბარში ჟდანოკმა გლადეის თავისი ახლო ნაცნობი უწოდა, მაგრამ უარყო, რომ იცოდა ფსბ-სთან მისი კავშირი.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, 2013 წლის შემდეგ გლადეის ნაცვლად ჟდანოკი მსგავსი შინაარსის ანგარიშებს უგზავნიდა სერგეი კრასინს. ამტკიცებენ, რომ ამ ვინაობის მიღმა იმალებოდა ფსბ-ს ოფიცერი სერგეი ბელტიუკოვი. ასევე ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის დეპუტატი შენგენის ვიზის გაცემას ითხოვდა ფსბ-ს კიდევ ერთი სავარაუდო თანამშრომლის, არტიომ კურეევისთვის.
ლატვიურ გამოცემა Re:Baltica-სთან კომენტარში ჟდანოკს არ უარუყვია იმ ელექტრონული წერილების ნამდვილობა, რომლებსაც ემყარება The Insider-ისა და Bellingcat-ის გამოძიება. მაგრამ უარი თქვა მათი შინაარსის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ამ წერილებზე წვდომა არაკანონიერი გზით იქნა მოპოვებული. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შეუძლიათ გამოკვლევა ჩაატარონ, ხომ არ შეიცავს ჟდანოკის წერილები კანონდარღვევას.
ჟდანოკს წელს ეწურება ევროპარლამენტის მანდატი. ადრე ის გარიცხეს ევროპული ფრაქცია „მწვანეებიდან“, ვინაიდან მან უარი თქვა, დაეგმო ში რუსეთის შეჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ