“ჟურნალისტობა დანაშაული არ არის” – ლიეტუვა ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს

ლიეტუვა მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს მკაცრად გმობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე წერს.
“ჟურნალისტობა დანაშაული არ არის. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ამ მიუღებელი თავდასხმის უკან დგანან”, – წერია განცხადებაში.