ჟურნალისტმა რუსა შელიამ „იმედი“ დატოვა

ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალსიტმა რუსა შელიამ ტელეარხი დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი „ფეისბუკზე“ დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა.
„არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!“, — წერს რუსა შელია.
რუსა შელიამ „იმედში“ მუშაობისას, მიმდინარე წლის მარტში, ასევე სოციალურ ქსელში გააპროტესტა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღების მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება