ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეიტლება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
სორდიას თქმით, მასსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითნებურად დაიწყო მისი ჩანთის შიდა ჯიბის შემოწმება.
სორდია ჰყვება, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციელები მას მანქანაში პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.