ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

“მედიაჩეკერმა” სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს.

“ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა”, – წერია განცხადებაში.