ჟურნალისტი ნიკუშა კაცია – ოკუპანტია და რუსულია რეჟიმი, რომელიც მასამართლებს

რუსეთი ოკუპანტია და რუსულია რეჟიმი, რომელიც მასამართლებს, – ამის შესახებ სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ განაცხადა.
ამ წუთებში სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მოწმე პოლიციელს კითხავენ. ის პროკურატურის მოწმეა და პატაკის შემდგენი სამართალდამცავია.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უფრო კონკრეტულად, კაციას 14 გრამ კოკაინის ქონას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!