ჟურნალისტი ნათია გოგსაძე „გზის გადაკეტვისათვის“ 5000 ლარით დააჯარიმეს

მას 2025 წლის 2 თებერვლის საქმეზე ედავებოდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევას.
როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, მისი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 30 მაისს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ესტონეთს, – 80-ზე მეტ თანამდებობის პირთან ერთად, – ჰყავს სანქცირებული.
· ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს, უვადოდ – 2023 წლიდან. მოსამართლის კარიერამდე 5 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მუშაობდა.
· ცაგარეიშვილმა განიხილა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებიც, მათ შორის დააჯარიმა გუკა რჩეულიშვილი და ბუკა პეტრიაშვილი.
· იგი ასევე განიხილავდა პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს.
დემონსტრანტების გარდა, პოლიცია აჯარიმებს ჟურნალისტებსაც, იმის მიუხედავად, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
მაგალითად, OC Media-ს ფოტოგრაფი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ უკვე ოთხჯერ არის დაჯარიმებული – ჯამში 20 000 ლარით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება