ჟურნალისტი ლადო მენაბდე, 26 მაისს, ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს დადების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტი ლადო მენაბდე, 26 მაისს, ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს დადების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს
“მთავარი არხის” ჟურნალისტი ლადო მენაბდე, 26 მაისს ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს დადების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე:
“26 მაისის ღონისძიების დროს ქალაქ ოზურგეთში გამოფენილი იყო ქართული შეიარაღებული ძალების მიერ მათ მფლობელობაში არსებული სამხედრო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები ჩეხური წარმოების თვითმავალ არტილერიის მანქანებში დიდგორსა და კობრაშიც შევედი, დავათვალიერე ასევე გულდასმით გავეცანი ცეცხლსასროლ იარაღებს მათ შორის ამ ანტისნაიპერულ თუ კონტრ-სნაიპერულ შაშხანას-ოფიცრები და ჯარისკაცები ფოტოს ჩემი თხოვნით ჩემივე ტელეფონით ყველა ლოკაციაზე მიღებდნენ-ერთ-ერთი დავდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ხუმრობით ტექსტიც დავურთე.. დღეს კი უწყება მომივიდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეო და გთხოვთ გამოცხადდით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გულუას ქუჩაზეო, – ამბობს ლადო მენაბდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით