ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3000 ლარით დააჯარიმეს მდინარაძეზე ფეისბუკ-პოსტის გამო

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი, – ერთ-ერთი იმ ცნობილ სახეთაგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ფეისბუკ პოსტების გამო დაიბარეს სასამართლოში, – სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.
ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გამოაცხადა.
მამისეიშვილის ფეისბუკ-პოსტი ს ეხებოდა.
არც დეა მამისეიშვილი და არც მისი ადვოკატი სასამართლო სხდომას არ დასწრებიან, – მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდა. „ამ შენობასთან მხოლოდ პატიმრების და თანამებრძოლების სოლიდარობის მიზნით ვდგავარ“.
„არ გაღიარებთ, არც ერთ დონეზე, სხდომა გინდ გადადეთ, გინდ არა. არც მერე მოვალ. გინდ დამაჯარიმეთ, გინდ ციხეში გამიშვით“, – წერდა მანამდე მამისეიშვილი.
ჟურნალისტის ცნობით, საჩივარი ეხება მის მიერ 2025 წლის 25 თებერვალს ფეისბუკზე განთავსებულ პოსტს, სადაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან მამუკა მდინარაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს: „ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს“ უწოდებს.
„ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს“, – წერს მამისეიშვილი.
საჯარო ფიგურების საქმეები ერთ დღეს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო საქართველოში სიახლეა.
მსგავსი ბევრი საქმე ერთად დაგროვდა 12 ივნისისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში – ფორმალური დასახელებით – „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის“ საქმეზე 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული.
· შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო ჟურნალისტების სა და ვახო სანაიას, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით ქაცარავას, აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლო სხდომები.
· პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი კი, რომელსაც „ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას“ ედავებოდნენ, თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
· ხვალ გამოცხადდება ჟურნალისტ ეკა მიშველაძის იდენტურ საქმეზე გადაწყვეტილება.
· ნინო წილოსანმა, რომელიც ერთ-ერთია, ვისთან დაკავშირებული პოსტების გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში 18 ადამიანია დაბარებული, განაცხადა, რომ მისი და პარტიის სხვა წევრების საჩივრების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლოში დაბარებული ადამიანებიდან „არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა“.
· სინამდვილეში, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
· „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.
ჯარიმები და პატიმრობა
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს ს მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, -ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც მ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება ს სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.