ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს რადიო თავისუფლების დევნა

რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დევნა და შეწყვიტოს მედიის საშუალებების მუშაობისთვის ხელის შეშლა, როცა მათ „არასასურველ ორგანიზაციების“ სტატუსს ანიჭებს.
ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ „რადიო თავისუფლების დევნას ღრმა ფესვები აქვს“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ყურადღებას მიაპყრობს, რომ რადიოსადგური ყოველთვის ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა ს აუდიტორიას.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, სტივენ კაპუსმა, რუსეთში მედიაკორპორაციის „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეტანის კომენტირებისას გადაწყვეტილებას უწოდა იმის მორიგი მაგალითი, რომ რუსეთის მთავრობა მართალ ჟურნალისტურ მასალებში ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავს.
რადიო თავისუფლების მიმართ რეპრესიები დაგმო „გერმანული ტალღის“ გენერალურმა დირექტორმა, პეტერ ლიმბურგმა, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი ნაბიჯი, „კიდევ უფრო ამცირებს სიტყვისა და პრესის ისედაც შეზღუდულ თავისუფლებას“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ რადიო თავისუფლების „არასასურველ ორგანიზაციად“ შერაცხვა რუსეთში მისთვის თავისუფლებას მორიგ თავდასხმად შეაფასა. სტანოს აზრით, რუსეთი „უცხოეთის აგენტის“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონებს იყენებს რეპრესიებისა და კრიტიკული ხმების ჩასახშობად. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შეტანა უცხოეთის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხაში, რომელთა საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად არის შერაცხილი, ცნობილი გახდა 20 თებერვალს.
„არასასურველი ორგანიზაციის“ სიის წევრებს რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს საფრთხედ საკონსტიტუციო წყობის საფუძვლებისთვის, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა თუ თავდაცვისუნარიანობისთვის.
ამ ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილებას რუსეთის პროკურატურა იღებს, ხოლო რეესტრის შევსება და კონტროლი იუსტიციის სამინისტროს ევალება.
„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს. 2021 წლიდან „შავ სიაში“ მედიაორგანიზაციების შეყვანაც დაიწყეს. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „არასასურველად“ გამოაცხადა ათეულობით მედიაორგანიზაცია.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი ამერიკული მედიაკორპორაციაა, რომელიც კონგრესის მიერ ფინანსდება -ის გლობალური მედიის სააგენტოს გზით. რადიო თავისუფლება მაუწყებლობს 27 ენაზე 23 ქვეყანაში უპირატესად იმ სახელმწიფოების აუდიტორიისთვის, სადაც მასმედია შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?