ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი შეშფოთებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, რომელიც ადრე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაიდო.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის აღდგენა, რომელიც მედია საშუალებებს უცხოური კონტროლის ქვეშ აყენებს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ პრეტენზიასთან შესაბამისობაში იყვნენ ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან. ის საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა საიდმა.
მისივე თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კანონი უნდა გაიწვიოს.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.