ჟურნალისტებმა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 47,7 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს

უკრაინაში ს ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ფრონტზე სულ მცირე 47,701 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის 5,765 მობილიზებული და 8,728-ი პატიმარი. დაღუპულთა ვინაობა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსულმა სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს.
ეს კვლევა ღია წყაროებით მიღებულ მონაცემებსს (ნეკროლოგები მედიაში, ოფიციალურ შეტყობინებებს, დაღუპულთა ნათესავების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები და ა.შ.) ეყრდნობა. გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარების მიერ დონეცკის რეგიონში ავდეევკის ხელში ჩაგდების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაღუპული სამხედროების შესახებ ნეკროლოგების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
“ყოველდღიური ნეკროლოგების სტატისტიკის მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმას, რაც ბახმუტზე თავდასხმის დროს იყო- ზოგიერთ დღეს რამდენიმე ასეული ნეკროლოგი ქვეყნდება”, – ხაზს უსვამენ გამომძიებლები.
მანამდე “ვაჟნიე ისტორიიმ” გამოარკვია, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდმა თავისი რეგიონალური ოფისების თანამშრომლებს აუკრძალა ში ომში მონაწილე იმ კონტინგენტის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის არმიის დანაკარგების გამოსათვლელად.

გამოცემა ასევე წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა სამხედრო ინვალიდობის პენსიებისა და მარჩენლის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. ამ მონაცემებმა ასევე შეიძლება აჩვენოს უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგების მასშტაბი.

გასული წლის ნოემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში 300 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.
უკრაინის ს თქმით, რუსეთის არმიამ მოკლულებისა და დაჭრილების სახით 500 000 ადამიანი დაკარგა.
· მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე;
· სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება საუბრობდა;
· უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვლას პირველად გაამხილა უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკის არ უხსენებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ