უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 39,424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშშია რეზიუმეშია ნათქვამი. გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ის მსხვერპლია, რომელთა სახელები და სამარხები ღია წყაროების საშუალებით იქნა გამოვლენილი. რუსეთის დანაკარგების რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.
ბოლო მსგავსი ანგარიშიდან, 1 დეკემბერს რომ გამოქვეყნდა, დაღუპულ რუს სამხედროთა სიას 1,163 სახელი დაემატა. დანაკარგების ზრდა, პირველ რიგში, დონეცკის მახლობლად, ავდეევკის მხარეში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლებით არის გამოწვეულ. ახალ დახოცილთა შორის არის სამი მაღალი რანგის ოფიცერი. ისინი დაკავშირებული იყვნენ ავიაციასთან, მაგრამ დაბომბვის ან ნაღმების აფეთქების დროს ხმელეთზე დაიღუპნენ.
დაკრძალვის უმეტესობა მოდის სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონებში, ასევე ბაშკირეთსა და ბურიატიაში. კრასნოდარის ტერიტორიიდან და მოსკოვის რეგიონიდან დაღუპულთა დიდი რაოდენობა, სხვა მიზეზებთან ერთად, აიხსნება იმითაც, რომ იქ მოხალისეები დადიან სასაფლაოებზე და იღებენ სამხედრო სამარხებს. ანუ უფრო მეტი დანაკარგი ხდება საჯაროდ ცნობილი.
მთელი ომის განმავლობაში რუსეთიდან მობილიზებულ მოქალაქეთაგან დაღუპულია 4 787 ადამიანი. მოხალისეთაგან 4338-ი, ყველაზე მეტი- 7247 დაღუპული მოდის ფრონტზე ციხე-კოლონიებიდან მოხვედრილ პატიმრებზე.
მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.