ჟურნალისტებმა ომში თითქმის 81 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს

რადიოსადგურ “ბიბისის“ რუსული სამსახურის და გამოცემა „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა გუნდთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომში დაახლოებით 80 973 რუსი სამხედროს დაღუპვა დაადასტურეს.
ორი კვირის წინ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ს სამხედრო დანაკარგის რაოდენობა 78,329 იყო.
დაღუპულთა ნახევარზე მეტი არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ მოაწერეს ხელი კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განახლებულ მონაცემები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გრძელდება მოხალისე ჯარისკაცებს შორის” დანაკარგების სწრაფი ზრდა” .
მათი წილი ახლა რუსული მხარის დადასტურებული დანაკარგების საერთო რაოდენობის 22%-ს შეადგენს. ჟურნალისტების ახალი ანგარიშის თანახმად, ბევრი მოხალისე ფრონტზე გაგზავნიდან ორ-ოთხ კვირაში იღუპება.
გამომძიებელი ჟურნალისტები ასევე თვლიან, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები „აშკარად გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ღია წყაროებიდან შეიძლება დადგინდეს“. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ანალიზი მოიცავს რეალური სიკვდილიანობის მხოლოდ 45-65%-ს. ხოლო რუსეთის არმიის რეალური დანაკარგები უკრაინის ფრონტზე, სავარაუდოდ, 107,864-დან 155,804 ადამიანამდე უნდა მერყეობდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ რიცხვებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც ამჟღავნებს.