„ხელები შორს ბაიდენის ბალიშებისგან“, – ამ სათაურის სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ თეთრის სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს მოუწოდეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების მოპარვა შეწყვიტონ.
BBC წერს, პრეზიდენტის ბორტზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ დაკარგულია პრეზიდენტის ბრენდირებული ბალიშის პირები, სათვალე და მოოქრული თეფშები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოიპარეს.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია ჟურნალისტებს აფრთხილებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ნივთების წაღება დაუშვებელია.
მარტში ასოციაციამ ჟურნალისტებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბორტ ნომერ ერთიდან ნივთების მოპარვა ძალიან ცუდად აისახება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც თეთრ სახლში არიან აკრედიტებულები და ეს უნდა შეწყდეს.