ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული “პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ – შსს-ში ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი – მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი – , აქტივისტი – ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი – ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები – ელენე ხოშტარია, , “საფარის” დამფუძნებელი – ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი – გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი – დეა მამისეიშვილი.
ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოქვეყნა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც, სადაც ჩანს,რომ სასამართლოდან დაურეკეს და მამუკა მდინარაძისა და ს შეურაცხყოფის გამო დაიბარეს.
ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები.
ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი კი აცხადებს, რომ ის სასამართლოში უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამოა დაბარებული.
“ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და -მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ“, – წერს მამისეიშვილი და დასძენს, რომ უჩივიან 25 თებერვლის პოსტის გამო.
ასევე, ტელეწამყვან ეკა მიშველაძის განმარტებით, მას სასამართლოდან არავინ შეხმიანებია, თუმცა სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე მისი სახელი და გვარი წერია და პროცესია ჩანიშნული.
“ხალხო, სასამართლოს ვებ-გვერდზე წერია, რომ ხვალ 16:00 საათზე ეკატერინე მიშველაძის პროცესია. ოღონდ, ჩემთვის არც არავის დაურეკავს და არც შეტყობინება მომსვლია! ნეტავ მე ვარ თუ სხვა ეკატერინე მიშველაძეა? ”, – წერს ტელეწამყვანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.
კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე.
აღნიშნული გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.