ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან, სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია – ნინო ზამბახიძე

ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან, სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია, – წერს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ომის დროს ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან!. ისინი სიცოცხლის გადარჩენასა და სიმართლის გავრცელებას ემსახურებიან.ამ პრინციპის უგულებელყოფა არა მხოლოდ ჰუმანურობას უპირისპირდება, არამედ კაცობრიობის საერთო ეთიკურ ფასეულობებსაც. დღეს, ამ რეალობაში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია,” – წერს ზამბახიძე.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა