ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე საჩივარი ევროსასამართლოში გაიგზავნა

ევროსასამართლოს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს.
საქმე 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც პოლციის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. ძალადობის ფაქტში კი საკრებულოს მოქმედი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.
საჩივარში შემდეგი მუხლების დარღვევაზეა საუბარი – არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, გამოხატვის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლების დარღვევა. საჩივარს კონკრეტული მტკიცებულებები ერთვის თან.
ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2 წელია აწარმოებს თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
ამ საქმეზე კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალიც წარუდგინა, თუმცა ისინი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?