ჟორჟოლიანი: იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბოტასების ქურდი ფარცხალაძე ეუფროსებოდა, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს – ტელეწამყვანი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით  ე.წ. პირბადეების საქმეზე დაიბარეს. საქმე სოლიდარობის ფონდებს ეხება, როდესაც დარბეულ და სპეცრაზმის მერ ნაცემ ხალხს ეხმარებოდნენ.

ჟორჟოლიანმა მთავრ საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ კომენტარი გააკეთა მედიასთან და თქვა, რატომ დათანხმდა პროკურატურაში გამოკითვას და რატომ არ მოითხოვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოკითხულიყო.

მაინტერესებს, რას მკითხავენ ის ადამიანები, რომელბსაც ბოტასების ქურდი, ძველი ბიჭების ხელმძღვანელი ერთ დროს ეუფროსებოდა – ამბობს ჟორჟოლიანი.

პროკურატურაში უფრო მეტი საუბრის შესაძლებლობაა, მათ შორის, მე შემიძლია ვკითხო პროკურორს, რას ფიქრობენ ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც იყო ბოტასების ქურდი, მერე გახდა რომანოვი, მერე კალას, “კანონიერი ქურდის” მეგობარი. აი ფარცხალაძე “ქოლ-ცენტრების” ხელმძღვანელი იყო, ძველი ბიჭების ხელმძღვანელი იყო და რომლის გვარიც დღეს “კანონიერი ქურდის” ძმის საქმეში ფიგურირებს.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუფროსებოდა ოთარ ფარცხალაძე, მე უნდა მკითხონ, რატომ ვიყიდე 80 ლარის ლობიანი ან რატომ ვიყიდე აირწინაღი აქციის იმ მონაწილისთვის, რომელსაც მხუთავი აირით, რომელიც აკრძალული იყო იცით, გუდავდნენ.  შესაბამისად, მგონია, რომ აქ მორალური უპირატესობა ჩემსკენ არის. აქ მეტი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა გვაქვს – მაინტერესებს, რას გრძნობს ის ადამიანი, რომელიც მე მაგალითად საწვიმარზე რომ მეკითხება, რას ფიქრობს გათეთრებულ ნახევარ მილიარდზე?- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურაში შესვლის წინ. 

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით კინანუკა ჟორჟოლიანის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის გაგრძელებაა.

სხვადასხვა მუხლით არის გამოძიება დაწყებული, მაგრამ საბოლოოდ ბრალდება აღნიშნულ მუხლებს რამდენად განახორციელებს, ეს არის პრობლემური მათთვის. ერთ-ერთი მუხლი არის საბოტაჟი, რომელიც სამართლებრივ ფაბულაში როგორ უნდა ჩასვან წარმოუდგენელია. ასევე, დაფინანსების ხაზი. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის ლეპტოპი არის ამოღებული და მას არ აბრუნებენ, რაზეც განცხადებაც არის დაწერილი. არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს ექმნება ამით საფრთხე. კანონი პირდაპირ უთითებს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებ, უნდა გადასცე და მინიმუმ დაასაბუთო რატომ არ გადასცეს. რა კითხვები იქნება, წინასწარ ვერ ვივარაუდებ“,- განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ ტელეწამყვანის საქველმომქედო ფონდი დააყადაღა, ის ფონდი რომელმაც ათობით ბავშვის სიცოცხლე გაადარჩინა.