პროკურატურის პრესსამსახური დღეს, 29 აპრილის დილას ხუთ მისამართზე დაწყებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების ბინებში, რომლებიც ეხმარებოდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებს.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რადიო თავისუფლბა გაეცნო მარიამ ბაჯელიძისთვის გადაცემულ განჩინებას. მასში წერია, რომ დოკუმენტი გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით.
მარიამ გეგუჩაძესთან, ალეკო ცქიტიშვილთან და მარიამ ბაჯელიძესთან ჩხრეკა დამთავრდა, ნანუკა ჟორჟოლიანთან კი გრძელდება.
