ჟოზე მოურინიო ბარსელონაში ჩაფრინდა – როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც კატალონიური გრანდის შესაძლო მწვრთნელობაზე ჰკითხეს [VIDEO]

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბარსელონაში ჩაფრინდა. აეროპორტში მას El Chiringuito-ს ჟურნალისტი დახვდა, რომელმაც კითხვა იმის შესახებ დაუსვა, ხომ არ უკავშირდება ეს ვიზიტი მის კატალონიურ გრანდში შესაძლო დასაქმებას.
გამოცდილმა დამრიგებელმა ამ კითხვას არ უპასუხა და მხოლოდ გაიღიმა, რის შემდეგაც აეროპორტი დატოვა.
როგორც იცით, მოურინიო “რომადან” ახლახანს დაითხოვეს. იტალიურ პრესაში იწერება, რომ ის მოლაპარაკებებს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” გამართავს.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში