საფრანგეთში, ჟირონდის ჟანდარმერიამ და სამეთვალყურეო და ინტერვენციულმა რაზმმა (PSIG) ვილენავ-დ’ორნონში და ტულუზაში, ჟირონდასა და ოტ-გარონის რეგიონებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავება შეძლო. მათ ბრალად ედებათ მხოლოდ 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე 36 ძარცვაში მონაწილეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟირონდის პოლიციამ ქართული კრიმინალური დაჯგუფების კვალი ერთ-ერთი წევრის მანქანით აიღო. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ხუთკაციან დანაშაულებრივ ჯგუფს ერთ ღამეში რამდენიმე ქურდობის ჩადენა შეეძლოთ. აღმოჩენილია მათი ნაძარცვი 250 ერთეული ძვირფასი სამკაულები, კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ.