“ჟირონამ” “უოტფორდის” ნახევარმცველი სარეკორდო თანხად შეიძინა

“ჟირონამ” “უოტფორდისგან” 20 წლის კოლუმბიელი გარემარბი იასერ ასპრილია 18+7 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც კატალონიური კლუბის სატრანსფერო რეკორდია.
ასპრილიას “ჟირონამ” კონტრაქტი 2060 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში მან ჩემპიონშიფის 44 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და “უოტფორდში” საგოლე პასებით საუკეთესო იყო.