ჟიგიმანტას პავილიონისი – ქართველო ხალხო, თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და რუსული წარსულის დასაწყისი იქნება

ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუკი ქართველ ხალხს ბრძოლის შეეშინდება, ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული.
„ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღეს დაიცავ შენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს ბრძოლის შეგეშინდება, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება“, – აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…