ჟიგიმანტას პავილიონისი – საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას – ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს!

საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს! – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის პირველი იყო, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებოდა.
„საქართველო ყოველთვის პირველი იყო, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებოდა – ახლა კი ისინი პირველები განიცდიან პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ უნდა დავუდგეთ საქართველოს!“ – წერს პავილიონისი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს