ჟიგიმანტას პავილიონისი – მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი -სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე

მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი -სკენ არის მიპყრობილი, საქართველო ჩვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” , – წერს პავილიონისი.
გარდა ამისა, პავილიონისი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა, რომელიც ს დასანქცირებას, არჩევნებში დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საერთაშორსო გამოძიების შექმნასა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია