ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. დაზარალებულ ყაზახეთის მოქალაქეს ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
სამედიცინო ჩარევა დასჭირდა სავარაუდო ეჭვმიტანილს, გურამ ელიზბარაშვილსაც, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის დროს ელიზბარაშვილი ფეხის არეში თავადაც დაიჭრა.
“ყაზახი ეროვნების პიროვნებას არ მოეწონა ძაღლის ამ ტერიტორიაზე სეირნობა და მოსთხოვა ჩემს შვილს, რომ გაეყვანა ტერიტორიიდან, რაზეც შეკამათდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი შვილი დაჭრილია, ის ყაზახიც დაჭრილია და მინდა, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა. ჩემი შვილი, როგორც ეჭვი მაქვს, დაჭრილია სხვა იარაღით,”- აცხადებს გურამ ელიზბარაშვილის მამა თამაზ ელიზბარაშვილი.
გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს