ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. შვეიცარიაში ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით წარდგება. დელეგაციის შემადგენლობაშია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეც.
დღეს ტექნიკური შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 12 ნოემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა