ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს არ სურთ დისკუსიების სხვაგან გადატანა

ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალში ვიზიტით მყოფმა გაეროს თანათავმჯდომარემ ჯიჰან სულთანოღლუმ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მხარს დაუჭერენ ჟენევის, როგორც მოლაპარაკებების ადგილის შენარჩუნებას.
სამშაბათს სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დედაქალაქში ჩავიდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაცია, მათ შორის იყვნენ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
“ჟენევის დისკუსიები, საკუთარი განსაზღვრებითა და ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ტარდებოდეს ჟენევაში. ამიტომ, სამივე ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ თანათავმჯდომარეებს – გაერო, ეუთო და ევროკავშირი – ადვოკატირებას გაუწევენ ჟენევის, როგორც დისკუსიების ჩატარების ადგილის შენარჩუნებას”, – განაცხადა სულთანოღლუმ.
თანათავმჯდომარის თქმით, თუ გადატანის გადაწყვეტილება მიიღება, ეს მხოლოდ მონაწილეთა შორის კონსენსუსით უნდა იყოს მიღწეული, ხოლო ამ დროისთვის ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე შესაძლოა შეიცვალოს ჟურნალისტების დაშვების ფორმატი.
მათი თქმით, შეხვედრებზე მათ მხოლოდ მედიის წარმომადგენლების დაშვების რეკომენდაცია შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ჟურნალისტებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან მხოლოდ საკუთარი დელეგაციების წარმომადგენლებს და თვალი ადევნონ შეხვედრების შედეგებს.
ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა შეხვედრაზე განიხილეს ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას შესაძლო გადატანის შესაძლებლობა.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და , ასევე, სამხრეთ ოსეთისა და ს დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ