ჟენევაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეის პარალელურად, ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს

ჟენევაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეის პარალელურად, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაიანას პარლამენტის თავმჯდომარესთან, კაბო ვერდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ყაზახეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ს სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით.
„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?