ჟემაიტისი ილონ მასკს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ლიეტუვურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული აშშ-ს გრანტების შესახებ

მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „ნემუნასის განთიდის“ (Nyamunas Dawn) ლიდერი, რემიგიუს ჟემაიტისი -ს ადმინისტრაციას ლატვიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციას სთხოვს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი წერილი ს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მიერ ორშაბათს მასკისთვის გაგზავნილი წერილის თითქმის იდენტურია.
„იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტები ლიეტუვას საშინაო საქმეებში უკანონო ჩარევის პროექტებისგან გავარჩიოთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია გთხოვოთ, მიგვაწოდოთ ინფორმაცია ლიეტუვაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასა და ცალკეულ ჟურნალისტებზე გაცემული გრანტებისა და სუბსიდიების შესახებ“, – წერს ჟემაიტისი პრეზიდენტ ს მრჩეველ ელონ მასკს.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში ის ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვა „ლიეტუვას შიდა პოლიტიკაზე უდავოდ ახდენს გავლენას“.
ჟემაიტისი „ლეგიტიმურ შეშფოთებას“ გამოთქვამს იმის გამო, რომ USAID-დან მიღებული თანხები „ლიეტუვაში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, პოლიტიკურ სისტემაზე გავლენის მოხდენის მცდელობებს ხმარდებოდა და გარკვეულ პარტიებს პრეფერენციებს ანიჭებდა“. თუმცა, მმართველი კოალიციის წარმომადგენელს კონკრეტული პარტიები არ დაუსახელებია.
„ნემუნასის განთიდის“ ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეხვდეს მასკს, რათა „ეს სიტუაცია და თანამშრომლობის სხვა შესაძლო პროექტები“ განიხილონ.
იგივე შინაარსის არის სოციალურ ქსელებში ჟურნალისტ ბირუტე დავიდონიტეს მიერ გამოქვეყნებული რობერტ ფიცოს წერილი, რაც ჟურნალისტს უმძაფრებს ეჭვს, რომ პრორუსი პოლიტიკოსები, ამ შემთხვევაში, ფიცო და ჟემაიტისი, კოორდინირებულად მოქმედებენ.
USAID-ის წინააღმდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ც გამოვიდა, რომელმაც დახმარების მიმღებებს „უცხოური აგენტები“ უწოდა.
ლიეტუვას ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (LRT) კითხვაზე, თუ რატომ ჰგავს მისი წერილი ფიცოს წერილს, ჟემაიტისმა აღნიშნა, რომ ილონ მასკისადმი გზავნილი მისმა თანაშემწეებმა მოამზადეს.
„მათ, ალბათ, ინტერნეტში რაიმე მსგავსი იპოვეს. ამას არ გამოვრიცხავ. მე ზოგადად ვუთხარი, იდეა რა უნდა ყოფილიყო და რა უნდა მიეწერათ“, – აღნიშნა „ნემუნასის განთიდის“ ლიდერმა და დასძინა, რომ იცოდა, რას აწერდა ხელს.
თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა უცხო ქვეყნებისთვის აშშ-ს დახმარება 90 დღით გაყინა და USAID, ფაქტობრივად, დაშალა. დაფინანსების დროებითმა შეზღუდვებმა მთელს მსოფლიოში სააგენტოს პროგრამების უმეტესობის შეჩერება გამოიწვია.
გასულ კვირას LRT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაყინვა ლიეტუვურ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეხო: კერძოდ, გაუქმდა აშშ-ს საელჩოს მეშვეობით დაფინანსებული პროექტები, შეწყდა სერვისები და სასწავლო პროგრამები.
USAID არის აშშ-ს მთავრობის მთავარი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. 2023 წელს მის საჭიროებებზე 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო, რაც დახმარების მსოფლიო ბიუჯეტის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის პერსონალის 10 ათასიდან 300-მდე შემცირებას გეგმავს.
წყარო: 1 არხი